თელავის რაიონის სოფელ შალაურში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.
67 წლის ამირან წიგნაძე და 63 წლის ნუნუ თუშიშვილი სახლში მარტო ცხოვრობდნენ და CO-თი მოწამლულები ისინი სიძემ ნახა.
წიგნაძეების ოჯახში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ცოლ- ქმარი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლში CO-ს დაგროვება გაზის გამაცხელებლის გამწოვის არარსებობამ გამოიწვია. კრიმინალისტთა ჯგუფმა შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.