ლონდონში, რკინიგზის სადგურთან ახლოს ვერტმფრენი ჩამოვარდა. ბრიტანული ტელეკომპანია „ბი-ბი-სის" ინფორმაციით, თვითმფრინავი სავარაუდოდ ამწეს გამოედიო.
თვითმხილველთა განმარტებით, ჩამოვარდნისთანავე ირგვლივ ცეცხლი გაჩნდა და ვერტმფრენის დაცემისას 2 ავტომობილი დააზიანა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები უკვე მუშაობენ და მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები