ქვესადგურში "ცენტროლიტი" სარემონტო სამუშაოების გამო 16 იანვარს 10 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, სალხინოს და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
16 იანვარს 10 საათიდან 18 საათამდე (ამ დროის მონაკვეთში 1 საათის მონაცვლეობით) ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.