პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული მსჯავრდებული, მწერალი მერაბ რატიშვილი, რომელმაც ციხე გუშინ დატოვა, გარდაცვლილ პრემიერ ზურაბ ჟვანიაზე ახალ დეტალებს ჰყვება.
როგორც რატიშვილმა "მე-9 არხის" ეთერში საუბრისას განაცხადა, 2004 წელს, როდესაც ჟვანია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, მას უთხრა, რომ თავისი სამსახურით უკმაყოფილო იყო და ჰკითხა ხომ არ მქონდა რაიმე კარგი სამსახურის შოვნის შანსი რუსეთში.
"მე დავინტერესდი, რა იყო მისი უკმაყოფილების მიზეზი, თუმცა იგი ძალიან თავშეკავებული კაცი იყო და არაფერი მითხრა. ვუთხარი მას რომ შეცდომა იყო, როცა ასე პირდაპირ ჩააბარა თავისი პარტია ნაციონალურ მოძრაობას, იგი დამეთანხმა, თუმცა მითხრა რომ სხვანაირად არ გამოდიოდა, რადგან ისინი ერთად თამაშობდნენ", - განაცხადა რატიშვილმა.
მწერალი 2007 წელს მისი დაკავების საქმესაც იხსენებს და აცხადებს, რომ იგი ნოემბრის აქციების წინ სპეციალურად დააკავეს იმისათვის, რომ ოპოზიციის ლიდერების "რუსეთის აგენტობასთან" დაკავშირებით აღიარებითი ჩვენება მიეცა.