ხვალ, 9 იანვარს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, 9 იანვარს 11 საათიდან 12 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 16 საათამდე დიდგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: სოფელ კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.