რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სერგეი ბაღაფშს ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ რუსული პრესა კრემლის პრეს-ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის სახლემწიფო დემოკრატიულობის თვალსაზრისით იზრდება და წინ მიიწევს.
შეგახსენებთ რომ ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს ჩაატარდა და ხმათა 59,37%-ით სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა