კორპორაცია „გუგლი" თავისი განუზემელი გავლენის გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებას ჩრდილოეთ კორეაშიც მიხედოს. დღეს, ფხენიანში ნიუ-იორკის შტატის ყოფილი გუბერნატორი, ბილ რიჩარდსონი და „გუგლის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ერიკ შმიდტი ჩავიდნენ. ისინი აშშ-დან ჩინური კომპენიის თვითმფრინავით ჩაფრინდნენ, მიუხედევად იმისა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზიტის წინააღმდეგი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს.
თუმცა, რიჩარდსონი ჩრდილოეთ კორეაში უკვე რეგულარულად მოგზაურობს და ამ ქვეყნის ლიდერებთან დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჯერად კი, რიჩარდსონმა თან სმიტიც წაიყვანა იმ მოტივით, რომ „გუგლის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაინტერესებულია ამ ქვეყანაში სოციალური მედიის პრობლემებით. დაგეგმილია ვიზიტიები ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნებთან.
„გუგლმა" და შმიდტმა ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შესახებ კომენტარი არ გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი პირველია ისტორიაში, რომელიც „გუგლმა" ამ ქვეყანაში განახორციელა. ჩრდილოეთ კორეაში ინტენეტი შეზღუდულია და იმ მომხმარებლებს, ვისაც ინტერნეტზე წვდომა აქვს, მხოლოდ ნაციონალურ, ლოკალურ ქსელზე მიუწვდება ხელი.