თურქეთის პოლიციამ თვითმფრინავი დააკავა, რომელზედაც 1,5 ტონა ოქრო ინახება.
სატვირთო თვითმფრინავმა, რომელიც ერთ-ერთი აფრიკული ქვეყნიდან დუბაიში მიფრინავდა და რომელზეც 1,5 ტონა ოქრო ინახებოდა, 1-ელ იანვარს შუალედური დაფრენა თურქეთში, სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელა. თურქული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენას ვერ ახერხებს, რადგანაც ყველა დოკუმენტი წესრიგში არ არის.
მებაჟებმა დაადგინეს, რიომ თვითმფრინავზე - Airbus-A300 F 1,5 ტონა ოქრო ინახება. თვითმფრინავი ამ დროისათვის დალუქულია და თავისუფალ ზონაშიa გადაყვანილი. გაძლიერებულია თვითმფრინავის დაცვაც, რადგანაც ძვირფასი ლითონის ქურდობა არ მოხდეს.
თურქული სააგენტოები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული ოქრო ირანისთვის ყოფილიყო განკუთვნილი.