სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე საქართველოში ბრუდება. როგორც ჟურნალისტებთან ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად როდის დაბრუნდება სამშობლოში ბიწაძე, თუმცა შესაძლებელია სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე საქართველოში ამნისტიის კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძე პოლიტდევნილთა სიაშია შეყვანილი. იგი 26 მაისის მოვლენების დროს პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ორგანიზებაში დასდო ბრალი.
სასამრთლომ ბიწაძეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბიწაძე 2011 წლის მაისის მოვლენების შემდეგ, საქართველოში აღარ იმყოფება.