13 თებერვალს, რაგბში საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დროს, ლუდი ნატახტარი - „კასრის" ორგანიზებითა და „საქართველოს რაგბის კავშირის" მხარდაჭერით, თბილისში, რაგბის ფან-კლუბი ჩამოყალიბდება.
ფან-კლუბის პრეზენტაციის ცერემონიალი თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე, "ბავარიულ ლუდსახარშში" 18:00 საათზე გაიმართება, რომლის დროსაც სტუმრებს სიტყვით მიმართავენ - „ნატახტარის", „რაგბის კავშირის", „საქრთველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს" წარმომადგენლები.
პორტუგალიაში გასამართ, ევროპის ერთა თასის გათამაშების აღნიშნულ მატჩს საქართველოს ნაკრების მსოფლიო თასზე გასვლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, ბორჯღალოსნები ვადაზე ადრე მოიპოვებენ 2011 წლის მსოფლიო თასის საგზურს.