თვითმფრინავი, რომელიც საკურორტო კუნძულ ლოს როკასიდან ვენესუელის დედაქალაქში კარაკასში გამოფრინდარადარებიდან გაუჩინარდა.
ცნობილია, რომ თვითმფრინავში იმყოფება ოთხი იტალიელი ტურისტი და ეკიპაჟის ორი წევრი.
წინასწარი ინფორმაციით, არავითარი განგაშის შეტყობინება ვერტმფრენიდან არ წამოსულა, თუმცა თვითმფრინავის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ამჟამად თვითმფრინავის საძიებო სამუშაოებში ვენესუელის სამხედრო შეიარაღებული ძალების ვერტმფრენები არიან ჩართულნი.