იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში სამთო კურორტ ჩერმისზე რუსეთის ექვსი მოქალაქე დაიღუპა. თოვლმავალი კლდიდან გადავარდა და მასში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
ყველა დაღუპულის ვინაობა დადგენილია - ისინი რუსეთის მოქალაქეები, კრასნოდარის მხარის მცხოვრებლები არიან.
ოთხი მათგანი კურორტზე ისვენებდა, ორი კი ტურისტულ ფირმაში მუშაობდა. გარდაცვლილთა შორის ოთხი მამაკაცი და ორი ქალია.
კურორტ ჩერმისზე სათხილამურო შეჯიბრი მიმდინარეობს, რომელშიც რუსი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.