ალიასკაზე 7.7 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კრეიგიდან 102 კილომეტრში იყო, 9,6 კილომეტრის სიღრმეზე.
ჯერ ჯერობით, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.