სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ გუშინ ქვეყანაში მომხდარი შეტაკებების შედეგად 108 ადამიანია დაღუპული.
მათივე ინფორმაციით, ბაშარ ასადის ვერტმფრენებმა და სამხედროებმა ძლიერი იერიში მიიტანეს დამასკოს შემოგარენსა და ქალაქ ხომსზე.
ამავდროულად თურქეთში ამერიკელი სამხედროები ჩადიიან, იმისათვის რათა თურქ სამხედროებს სირიასთან საზღვარზე რაკეტა "პეტრიოტების" განლაგებაში დახმარება აღმოუჩინონ.