ამერიკული ჟურნალი Foreign Policy უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ნისხა რომელიც გაზეთში იყო წარმოდგენილი მხოლოს და მხოლოდ გაზეთის ერთ ერთი მუდმივი ავტორის იენ ბრემმერის პირადი აზრია და არა მსოფლი რეიტინგის მაჩვენებელი.
"ჩვენ არასოდეს არ დავაყენებდით ნუსხის პირველ ნომრად არაამერიკელს", _ ნათქვამია გაზეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა რუსული სააგენტოები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამოცემა Foreign Policy -მ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები