წუხელ დაღესტანში სამი შენობა გადაწვეს. შენობები მაგომედალი ამირხანოვის ოჯახს ეკუთვნოდა, რომელსაც ბრალად ედება შეიხ საიდ აცაევის მკვლელობა. ამირხანოვის ნათესავები აცხადებენ, რომ შენობები გამიზნულად გადაწვეს. ზარალის საერთო ოდენობა, წინასწარი გათვლებით, დაახლოებით 3 მილიონ რუსულ რუბლს შეადგენს.
რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ამირხანოვი გიმრის დაჯგუფებაში შედიოდა.
მასალის გამოყენების პირობები