ბრიჯიტ ბარდომ გაზეთ Nice Matin-თან ინტერვიუში, რუსეთში საცხოვრებლად შესაძლო გადასვლის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მსახიობის თქმით, საფრანგეთის ხელისუფლება მის თხოვნას ცხოველების უფლებების დაცვის თაობაზე, არ პასუხობს და ამიტომ ის ამ ქვეყანას მხარს აღარ უჭერს.
კითხვაზე, თუ რატომ აარჩია მომავალ საცხოვრებლად ბარდომ რუსეთი, ცნობილმა მსახიობმა განაცხადა, რომ ის პუტინს ძალიან ადამიანურ პიროვნებად მიიჩნევს. „როცა მას რამეს ვთხოვ, უარს არასდროს მეუბნება. მან გაცილებით მეტი გააკეთა ცხოველების უფლებების დაცვისათვის, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა ჩვენმა პრეზიდენტმა - ირწმუნება ბარდო და დასძენს, რომ მას ისიც მოსწონს, რუსეთში ყურბან-ბაირამს რომ არ აღნიშნავენ. როგორც ცნობილია, ბარდო ყურბან-ბაირამის დღესასწაულის საფრანგეთში აღნიშვნით უკმაყოფილებას იმიტომ გამოთქვამს, რომ ამ დროს დიდი რაოდენობით ცხვარი ნადგურდება.