ამერიკელი სამხედროები თურქეთში ჩავიდნენ რათა იქაურ სამხედროებს რაკეტების "პეტრიოტი" დამონტაჟებაში დახმარება გაუწიონ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამერიკელ სამხედროთა ჯგუფი თურქეთის ქალაქ გაზიანტეპში ჩავიდა, რომელიც თურქ სამხედროებს სირიის საზღვარზე "პეტრიოტის" რაკეტების სირიის საზღვარზე განთავსებაში დაეხმარებიან. სულ თურქეტში 27 ამერიკელი სამხედროა ჩასული.