შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს 80 წლის იუბილე მიულოცა.
,,მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული სულიერების გადარჩენის საქმეში განუზომლად დიდია. Aასე რომ, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას, დიდხანს სიცოცხლეს", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორეს 80 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ,,იავნანა" პატრიარქისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტს ფილარმონიაში 19:00 საათზე გამართავს.