აშშ-ის საელჩოს პატივი აქვს, მის უწმინდესობას, პატრიარქ ილია II-ს დაბადების 80 და აღსაყდრების 35 წლისთავი მიულოცოს.
"ამ ხნის განმავლობაში პატრიარქი ილია II, ჰუმანიზმისა და მშვიდობის საყოველთაო რწმენის ძალით, დაუღალავად იღვწის სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანების გასაერთიანებლად.
უკანასკნელი 20 წელია, შეერთებული შტატები და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მუშაობენ ერთად, რათა ხელი შეუწყონ მშვიდობასა და განვითარებას და დაძლიონ სიღარიბე. გვახარებს საქართველოს წინსვლა და ვაცხადებთ მზადყოფნას, დარჩენილი სამუშაო ბოლომდე მივიყვანოთ. ამ განსაკუთრებულ დღეს პატრიარქ ილია II-ს ვუსურვებთ მტკიცე ჯანრმთელობას და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ქართველი ერის სამსახურს", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მისალოც წერილში. .