პრეპარატს, რომელიც შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ. შესაბამისი კვლევები ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა კელი დაინლის ხელმძღვანელობით ჩაატარა.
მეცნიერებმა ლაბორატორიულ თაგვებზე ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს. მოხდა ცხოველთა მემკვიდრეობითი ინფორმაციის გენეტიკური მოდიფიცირება, რათა ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომების იმიტირება მომხდარიყო. მკვლევრებს მღრღნელებისთვის როსიგლითაზონი შეჰყავდათ, რომელიც აშშ-ში იყიდება სავაჭრო სახელწოდებით "ვანდია". პრეპარატი ტიაზოლიდინედიონის ჯგუფიდან ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატი ზემოქმედებას ახდენს პროლიფერატის პეროქსისის მიერ გააქტიურებულ რეცეპტორზე. პრეპარატის შეყვანის შემდეგ თაგვებს გაუუმჯობესდათ მეხსიერება. გარდა ამისა, ცხოველებში უჯრედების ინსულინისადმი რეზისტენტობის მოსალოდნელი ნორმალიზება მოხდა. კვლევის ავტორებამ დაიწყეს ტიაზოლიდინედიონის კლინიკური გამოცდისათვის მზადება ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ.
თუმცა მანამდე გამოქვეყნდა რამოდენიმე კვლევის შედეგები, რომელმაც დაადასტურა კავშირი შაქრიან დიაბეტსა და ალცჰეიმერის დაავადებას შორის. თავის ტვინის უჯრედების რეზისტენტობა ინსულინისადმი ასაკობრივი ჭკუასუსტობის განვითარების ადრეულ ნიშნად მიიჩნიეს.