ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ებრაული სახელმწიფოს ელჩებთან შეხვედრისას ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მწვავე პრობლემები განიხილა. ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ, ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვული პროგრამა დაასახელა. „ირანი იყო და რჩება მსოფლიოს ნომერ პირველ საფრთხედ. ჩვენი ამოცანაა არ დავუშვათ ირანის ხელში ბირთვული იარაღის მოხვედრა", - განაცხადა პრემიერმა.
ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, „ახლო მომავალში, ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობა შენარჩუნდება, თუმცა, თუ არ მივცემთ ირანს იმის შანსს, რომ შექმნას ბირთვული იარაღი, არის შანსი სიტუაცის ცვლილებისათვის", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, სექტემბერში, გაეროს გენასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ნეთანიაჰიმ განაცხადა, რომ ირანი „წითელი ხაზის" გადაკვეთის სახიფათო ნიშნულს უახლოვდება, რადგან 2013 წლის შემოდგომისათვის, ქვეყანას უკვე შეეძლება ბირთვული იარაღის შექმნა.