სირიის დედაქალაქ დამასკოში ავტოგასამართ სადგურზე მოხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა.
სირიის ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, აფეთქება დამასკოს ბარზეს რაიონში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ავტოგასამართ სადგურთან რიგი იდგა, როდესაც აფეთქება მოხდა.
ბოლო პერიოდში სირიაში საწვავის დეფიციტია, რის გამოც სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებთან ხშირია რიგების შემთხვევები.
რამდენიმე დღის წინ ავტოგასამართ სადგურთან მოხდარ აფეთქებას 70 ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები