ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლებმა - ვიცე პრეზიდენტმა ნიკოსას მადურომ და ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარემა დიოსდადო კაბელომ - მოსახლეობას მოუწოდეს, ნუ დაიჯერებენ ჭორებს პრეზიდენტის ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ.
ორივე პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მთავრობაში განხეთილება არაა და ჩავესის ყველა მოხრემ მის საწოლთან, ბოლო ოპერაციის წინ ფიცი დადო, რომ ერთიანობას შეინარჩუნებენ.
ამავე დროს, მათ არ გაუკეთებიათ განცხადება ჩავესის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ჩავესის მომხრები არც იმას უარყოფენ, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა.
ვენესუელის ლიდერი, რომელსაც სამი კვირის წინ კუბაში კობოზე მორიგი ოპერაცია გაუკეთეს, ამ დრომდე საჯაროდ არ გამოჩენილა.
რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ მოუწოდა ხელისუფლებას "თქვან სიმართლე" ჩავესის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები