ვატიკანში სტუმრობისას ტურისტები საკრედიტო ბარათებს ვერ გამოყენებენ. მუზეუმებში შესასვლელად და სუვენირების შესაძენად ვატიკანის სტუმრებს ნაღდი ფულის გადახდა მოუწევთ.
აღნიშნულის მიზეზი ვატიკანის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დადგენილი ნორმების იგნორირება გახდა.
შესაბამისად, იტალიის ცენტრალურმა ბანკმა დაბლოკა ვატიკანის ელექტრონული გადახდის სისტემები, მათ შორის შეიზღუდა პლასტიკური ბარათებით გადახდა.
ამჟამად ვატიკანი დაკავებულია კომერციული ბანკის ძიებით, რომელიც დარეგისტრირებულია იტალიის ფარგლებს გარეთ.