სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყების შემდეგ - 2011 წლის მარტიდან - 60 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, იტყობინება გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ნავი პილაის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც შვიდ სხვადასხვა წყაროს ეყრდნობა, ცხადყო, რომ 2012 წლის ნომებრის ბოლოსთვის დაღუპული იყო 59,6 ათასი ადამიანი.
პილაის განცხადებით, ეს ციფრი მიმდინარე პერიდოსთვის სავარაუდოდ აღემატება 60 ათასს.
"იმის გათვალისწინებით, რომ კონფლიქტი გასული წლის ნოემბრიდან არ შეწყვეტილა და ის გრძელდება, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2013 წლის დასაწყისისთვის შეიარაღებული დაპირისპირებისას მოკლულთა რაოდენობა 60 ათას ადამიანს აჭარბებს", - განაცხადა უმაღლესმა კომისარმა.
მან სირიაში მიმდინარე მოვლენებს "შოკისმომგვრელი" უწოდა.
გაეროს კვლევა მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ბაშარ ასადის ძალებმა ავიადარტყმა მიიტანეს ავტოგასამართ სადგურიზე, რომლის აფეთქების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა.
გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სირაიაში დაღუპულთა შორის 76,1% მამაკაცია, 7,5% ქალი. 16,4%-ის შემთხვევაში დაღუპულთა სქესი დადგენილი არააა.
ყველაზე მეტი ადამიანი დაღუპულია პროვინცია ხომსში, შემდეგ მოდის დამასკო, იდლიბი და ალეპო.
ყველაზე სისხლიან პერიოდად მიჩნეულია 2012 წლის აგვისტო, როდესაც 6 ათასი ადამიანი დაიღუპა.