საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი კონფერენციას გამართავს. კონფერენცია 2012 წლის 31 დეკემბერს 12:00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართება.
კონფერენციას ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებელი 20-ზე მეტი ქართული კომპანია დაესწრება, სადაც განიხილება ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე ექსპორტირების დასაწყებად დარჩენილი პროცედურები, ამ მიმართულებით აქამდე ჩატარებული სამუშაოები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.