პაკისტანში თალიბების მიერ გატაცებული 21 სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილიბრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ცხედრები რომლებსაც ტყვიისაგან მიყენებული ჭრლილობები აქვთ, ქალაქ პეშავარიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს.
სწორედ ამ მიდამოებში მოხდა სამხედროების გატაცება.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, გარაცვლილებს ხელები ჰქონდათ შეკრული.
მოძრაობა თალიბანმა მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.