ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებული პატრიკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაჟა ლაღაძე, რომელმაც ერთ-ერთ ინდმეწარმეს მწვანილის წარმოშობის ცნობა გადასცა და სანაცვლოდ მისგან ქრთამის სახით აიღო 550 აშშ დოლარი. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ვ. ლაღაძე წარსულშიც ანალოგიურად იღებდა ქრთამს სხვადასხვა ცნობების გაცემაში.
მიმიდნარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.