დღეს, 27 დეკემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.
მემორანდუმის თანახმად, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" წიგნები უსასყიდლოდ გადაეცემა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. 27 დეკემბრიდან სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სამკითხველო დარბაზში გაეცნონ როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკოსი მწერლების შემოქმედებას.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი თინათინ მამულაშვილი.