27 დეკემბერს 10 საათიდან 17 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ტრანსპორტის და მირცხულავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების გამო 27 დეკემბერს 10 საათიდან 14 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას IV და VI კვარტლების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.
ქვესადგურში "ზღვისპირეთი" სარემონტო-პრიფილაქტიკური სამუშაოების გამო 27 დეკემბერს 10 საათიდან 17 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ზედამზის, ლაითურის, ბუგეულის, გორდის და თოდრიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.