აღმოსავლეთ საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის პროგნოზირების სამსახურის ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა.
,,ამაღამ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში შენარჩუნდება ნალექი მცირე თოვლის სახით და ნისლი. ხვალიდან საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 18 გრადუსამდე გათბება", - განაცხადა სვეტა ნიორაძემ და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი.
,,ხვალიდან აღმოსავლეთ საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი -5, -7 გრადუსამდე. რაც შეეხება თბილისს შენარჩუნდება ყინვა -3, -4 გრადუსამდე", _ განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სვეტა ნიორაძემ და აღნიშნა, რომ ყინვა აღმოსავლეთ საქართველოში 2-3 დღე შენარჩუნდება.
სვეტა ნიორაძის ინფორმაციით, ახალ წელს თოვლი მოსალოდნელი არ არის.