ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, 2013 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ქვეყნის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. მინისტრი აცხადებს, რომ მასში სრულად არის ასახული მთავრობის პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" გაწერილი პრიორიტეტები.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლი 8 425.5 მლნ ლარით განისაზღვრა. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელია 6920.0 მლნ ლარი.
2013 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 202.5 მლნ ლარს, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 75 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 127.5 მლნ ლარი.
2013 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 300.0 მლნ ლარის ოდენობით.
2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 8 748.5 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 7 971.0 მლნ ლარს, გრანტები 127.5 მლნ ლარს და კრედიტები 650.0 მლნ ლარს.
განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება, სოფლის მეურნეობა, ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტები - ეს ის სფეროებია, რომელთა დაფინანსებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული.
2013 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები, სწორედ ამიტომ,2012 წელთან შედარებით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2013 წელს იზრდება 535.0 მლნ ლარით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი რესურსი იქნა მოძიებული 2012 წელს არსებულ პროგრამებში და მთლიანობაში სოციალური ხარჯები იზრდება 630.0 მლნ ლარზე მეტით. დაფინანსების ზრდა დაკავშირებულია პენსიების და სოციალური დახმარებების ასევე დაზღვევით მოსარგებლე მოსახლეობის ზრდასთან, კერძოდ:
აპრილიდან ყველა პენსიონერი დაპირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია გაიზრდება 67 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიამდე და გახდება- 125 ლარი;
1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია გაიზრდება 20%-ით, გაუტოლდება საარსებო მინიმუმს და გახდება - 150 ლარი; ინვალიდობის პენსია -70 ლარი ,გაიზრდება - 42%-ით; გახდება -100 ლარი;
მარჩენალ დაკარგულების პენსია - 55 ლარი გაიზრდება 81%-ით; გახდება -100 ლარი;
პოლიტრეპრესირებულების პენსია - 55 ლარი გაიზრდება 81%-ით;გახდება - 100 ლარი;
პირველი ივლისიდან 57 000 ქულამდე მქონე სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დახმარება გაუორმაგდება.
იmavdroulad, 2013 წლის თებერვლიდან ყველა ის მოქალაქე,რომელიც ამ ეტაპზე არ სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით - მიიღებს მინიმალურ სადაზღვევო პაკეტს;
1 ივლისიდან საქართველოს ყველა მოქალაქე - მიიღებსსაბაზისო სადაზღვევო პაკეტს;
2013 წლიდან მნიშვნელოვნი სიახლე იქნება საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება, კერძოდ, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, შესაძლებლობა ექნებათ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან 1 800 ლარზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი დაიბრუნონ წლის დასრულების შემდგომ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთლიანი ასიგნება შეადგენს 670.0 მლნ ლარს, (2012 წელს - 600,680.0) სადაც ძირითადად გაზრდილია სკოლების ვაუჩერული დაფინანსება, რაც იძლევა საშუალებას ნაწილობრივ გაიზარდოს მასწავლებელთა ხელფასები. ასევე, გაზრდილია სტუდენტების სასწავლო გრანტების და მეცნიერების ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება.
გაორმაგდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტში დამატებით გამოყოფილია - 10.2 მლნ ლარი;
საჯარო სკოლის პედაგოგთა საბაზო შრომის ანაზღაურება გაიზრდება თვეში 70-80 ლარით. ამისთვის ბიუჯეტში გამოყოფილია - 50 მლნ ლარი.
2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებისთანავე 190 სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება ტრანპორტირებით;
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია - 241 მლნ ლარის გამოყოფა, (2012 წელს - 148,901.2)საიდაც ძირითადად გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვისა და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხები
სოფლის მეურნეობის სფეროს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის პროგრამა. მათი ტექნიკური პერსონალის გადამზადების პროგრამა;
სარწყავი სისტემების ინტენსიური რეაბილიტაციის პროგრამა. დასრულდა 15 მაგისტრალური სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროექტირება, რაც უკვე იმის საშუალებას იძლევა, რომ 2012 წელთან შედარებით 3-ჯერ მეტი ფართობი მოირწყას;
ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსბიუჯეტი 25 მილიონი ლარიდან გაიზარდა 92%-ით და გახდა - 48 მილიონი ლარი.
აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია ლტოლვილთასახლებისრეაბილიტაცია.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ბიუჯეტი - გაიზარდა 39.5%-ით და შეადგენს 174.3 მლნ ლარს. (2012 წელს - 124,900.0)
თანხები გათვალისწინებულია როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა ხელფასების მოწესრიგებისთვის, ასევე გაზრდილია ციხეებშიექიმების ხელფასებიც და ჯანდაცვის პროგრამებიც.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნება მომავალ წელს შეადგენს 901 მლნ ლარს. 2013 წელს ძირითადად მცირდება დონორების დაფინანსებული პროექტები, მათი ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე.
მომავალ წელს 501,7 მლნ ლარი მიიმართება საგზაო, ხოლო 181,9 რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე. (2012 წელს - 982,060.1)
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ასიგნება შეადგენს - 80 მლნ ლარს - მომავალ წელს დაფინანსება არ შუმცირდება არც ერთ სსიპ-ს (მუზეუმები, თეატრები, ანსამბლები და სხვა) (2012 წელს - 92,703.0)
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი - 10 მლნ ლარი (2012 წელს - 50 მლნ ლარი)
მთავრობის სარეზერვო ფონდი - 50 მლნ ლარი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი გაიზარდა 25.7%-ით და შეადგენს 450 მლნ ლარი (2012 წელს - 357,900.0)
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 50 მლნ ლარი
მომავალ წელს შემცირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსება, შესაბამისად 15,2 მლნ და 30,0 მლნ ლარით, ასევე შემცირებულია ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 18.2 მლნ ლარით, მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის კანცელარიის დაფინანსებაც, მცირდება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხარჯები.