,,ამ მთავრობამ თვენახევარში უფრო მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე ჩვენ რვა წლის განმავლობაში", -განაცხადა პრეზიდენტმა ,,ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე.
,,ამ მთავრობ ამ თვენახევარში უფრო მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე ჩვენ რვა წლის განმავლობაში. Aამ ყველაფრის ჩამოთვლა, რომ დავიწყო სწორი არ იქნებოდა. განსხვავება იყო მხოლოდ ერთი ჩვენ ვიცოდით სად მივდიოდით და ამის ნიშნები აქ არ ჩანს. ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება იცის სად მივდივართ, რომელი მიმართულებით გეოგრაფიულად, მაგრამ სხვებს ამას არ უზიარებენ, რადგან ძალიან არაპოპულარული იქნებოდა", -განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნება" ქვეყნის მომავალს საფრთხეს უქმნის.