"ახლა მოვიდა ის ხალხი, რომლებიც საქართველოში ცნობილი ნარკობარიგები იყვნენ", _განაცხადა ,,ექსპო ჯორჯიაში" სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი შემოდის.
,,ამ კვირეებში დღეებში ჩვენი სადარბაზოები გაივსო გადაგდებული შპრიცებით, ნარკოტიკებით ისევ კვლავ დიდი რაოდენობით შემოდის. Mმახსოვს, ვანო ამბობდა ხოლმე ყველაფერს რაღაცას ვუშველით, მაგრამ ნარკომანია როგორ დავამარცხოთ არ ვიცით. რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ მან თქვა, რომ სწორედ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ნარკომანია, პრაქტიკულად, დავამარცხეთ. მაგრამ ახლა მოვიდა ის ხალხი, რომლებიც საქართველოში ცნობილი ნარკობარიგები იყვნენ. ყველაზე მეტად მიყვებოდნენ, რომ ახლა შემოვიდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკი რუსეთიდან რომელსაც ჰქვია კროკოდილი და ეს კროკოდილი რაში გამოხატება? თურმე რომ იკეთებ, სვამ და როგორც არის გგონია მიდიხარ წინ და სიარულს იწყებ უკან. აშკარად ამ რუსეთიდან შემოტანილი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება ჩვენი პოლიტიკური კლასის სერიოზული ნაწილი", -განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ექსპო ჯორჯიაში" "ნაციონალური მოძრაობის" გაფართოებული ყრილობა მიმდინარეობს.