ყველაზე მდიდარ მომღერალთა ნუსხაში, რომელიც Forbes -მა შეადგინა, ბრიტნი სპირსი ლიდერობს. სწორედ ბრიტნი სპირსმა მოახერხა და 2012 წელს მომღერლებიდან ყველაზე მეტი გამოიმუშავა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის რეიტინგში ბრიტნი სპირსი მე-10 ადგილზე იყო, თუმც ბევრი მუშაობით 2012 წლის რეიტინგის ლიდერი გახდა.
გამცემის ინფორმაციით, 2012 წელს მომღერლის შემოსავალმა 58 მლნ დოლარი შეადგინა.