"ჩვენი, სახელმწიფოს მოვალეობაა პრეზიდენტის დაცვა და ის იქნება დაცული", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სესიაზე მიხეილ სააკაშვილის განაცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სააკაშვილის შანტაჟს არ დაექვემდებარება.
"ყოველი პრეზიდენტის საქმიანობა ფასდება იმით - პრეზიდენტობის შემდეგ შეუძლია თუ არა მას თავის ქვეყანასა და ქალაქში დანჯღრეული ოპელით მარტო იაროს. სამწუხაროდ, ამ რეალობისგან შორს ვართ. ჩვენი, სახელმწიფოს მოვალეობაა პრეზიდენტის დაცვა, ის იქნება დაცული და ამ ტიპის პოლიტიკურ შანტაჟს არ დავექვემდებარებით", - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაცვის სამსახურს მოუხსნის, მზადაა, მარტო, დედის არაბრონირებული მანქანით გადაადგილდეს.