2012 წლის სექტემბერში, ლიბიის ქალაქ ბენგაზში აშშ-ის ელჩისა და დიპლომატიური მისიის თანამშრომლების დაღუპვის მიზეზი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან უსაფრთხოების საკითხებისადმი არასაკმარისი ყურადღება გახდა.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მოხსენების ავტორები, რომელიც ინცინდენტის დამოუკიდებელი გამოძიების მასალებზე დაყრდნობით მომზადდა. გამოძიებას სპეციალური კომიტეტი აწარმოებდა, რომლის შედეგებიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს გადაეგზავნა. გამოძიების მასალები დახურულია და მისი მხოლოდ გარკვეული ნაწილი გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეოპარტამენტმა არ უზრუნველყო საკონსულო გამოცდილი მცველებით და ზედმეტი ნდობა გამოუცხადა დაცვის ადგილობრივ სამსახურს.
მოხსენების ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ-ის დაზვერვა არ ფლობდა ინფორმაციას საკონსულოზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ბენგაზში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმისას, 2012 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი, დიპმისიის ორი თანამშრომელი და ორი ყოფილი სპეცრაზმელი დაიღუპნენ.
მასალის გამოყენების პირობები