დღეს, 19 დეკემბერს, 20:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში XV საერთაშორისო ფესტივალის "საახაწლო მუსიკალური შეხვედრების" ფარგლებში ჯაზის საღამო გაიმართება.
ჯაზის საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ ბექა გოჩიაშვილი, MARCUS GILMORE და BEN WILIAMS.
ფესტივალის ფარგლებში კონსერვატორიის ფოიეში წარმოდგენილი იქნება ქართველ მხატვართა გამოფენა.