დღეს, 19 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში პოეტ აკაკი ძიძილაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. საღამოს დაესწრებიან მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.
ღონისძიების ორგანიზატორია საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი.