19 დეკემბრიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციები გაიმართება. 
აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებმაც შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს. როგორც ჟურნალისტებთან აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიხეილ ანდღულაძემ განაცხადა, აქცია 19 დეკემბერს სასტუმრო "რადისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე 14:00 საათზე გაიმართება. 
მისი განცადებით, 19 დეკემბერს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, აქციები გაიმართება რეგიონებში - მარტვილში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში.