2012 წლის 9 დეკემბერს, გორის რაიონის სოფელ კირბალთან, რუსმა სამხედროებმა ე.წ. ოსეთის საზღვრის „უკანონო კვეთისთვის", ფიჩხის მოსაგროვებლად წასული, ამავე სოფლის მკვიდრი, 72 წლის გივი ჩხიკვაძე დააკავეს.
შსს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის - გიორგი დვალიშვილის სეპარატისტულ მხარესთან ერთობლივი მოლაპარაკების შედეგად, ჩხიკვაძე ქართულ მხარეს უვნებლად გადმოეცა.
შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის - გიორგი დვალიშვილის განცხადებით, ოსურ მხარესთან გრძელდება მოლაპარაკებები კიდევ 10 დაკავებულის გადმოსაცემად.