საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საახალწლო ფასდაკლებაა - სტუდენტებს შეუძლიათ გაწევრიანდნენ და გახდნენ მუზეუმის მეგობრები 10 ლარად. აქცია 15 დეკემბერ დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს ერვნული მუზეუმის მეგობრების საზოგადოების წარმომადგენელთა განცხდებით,
მთელი წლის განმავლობაში სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ექსკლუზიურად სხვადასხვა სერვისით: უფასო შესვლით გამოფენებზე (საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავალ ყველა მუზეუმში); დასწრებით ლექციებზე, დისკუსიებსა და კონფერენციებზე; ფასდაკლებებით მუზეუმის კაფესა და მაღაზიაში; კურატორის მიერ ჩატარებულ ტურით მუზეუმში.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ვებგვერდზე: friends@museum.ge, ასევე ფეისბუქის გვერდზე: facebook.com/MuseumFriends, გარდა ამისა, museum.ge/support-ზე (ტელ.: 2995 895 | 2990 721 (173) | 599 370015).