18 დეკემბერს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ცნობილ გერმანელ მეცნიერთან და ხელოვანთან, პროფესორ კარლ აიმერმახერთან შეხვედრა გაიმართება.
გერმანელი პროფესორი ეროვნულ ბიბლიოთეკას თავის სკულპტურულ ნამუშევარს, "თბილისი - 1989", გადასცემს საჩუქრად. სკულპტურა 9 აპრილის თემაზეა შექმნილი. ნამუშევრის საზეიმო გადაცემას დაესწრება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბატონი ორტვინ ჰენინგი.