საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე უკვე 29 განცხადებაა შესული.
საბუთების მიღება 20 დეკემბრის 18:00 საათამდეა შესაძლებელი. კანონის შესაბამისად, ახალი ხელმძღვანელი ერთი  თვის ვადაში უნდა დამტკიცდეს. 
ახალი დირექტორის დასამტკიცებლად კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ თანამდებობა   საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე  დატოვა.