"NDI-ის კვლევების ადრეც მჯეროდა და ახლაც მჯერა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ნოდიამ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეიტინგების კომენტირებისას.
,,არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში ერთგვარად ეიფორიული განწყობაა, როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, რაც კვლევის შედეგებზეც აისახა", _ განაცხადა ნოდიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენებლის შემცირებას ხელისუფლების შეცვლით ხსნის.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის თანახმად, ,,ნაციონალური მოძრაობის" მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ხოლო მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენებელი 61%-დან-29%-მდეა შემცირებული.