17 დეკემბერს ქ. ვაშინგტონში იმართება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე ქართული უწყებათშორისი დელეგაცია წარმოდგენილი იქნება მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართული მხრიდან სეხვედრას თანა-თავმჯდომარეობას გაუწევენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა, ხოლო ამერიუკული მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დებორა მაკრატი და კომერციის მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯონ ანდერსენი.
შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობის გასაღრმავებლად, მათ შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისა და სხვა შესაძლებლობებს; ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში, აგრეთვე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით თანამშრომლობის თემებს.
მ.წ. 18 დეკემბერს ქ. ვაშინგტონში იმართება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე ქართული უწყებათაშორისი დელეგაცია წარმოდგენილი იქნება მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართული მხრიდან შეხვედრას თანა-თავმჯდომარეობას გაუწევენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, ხოლო ამერიკული მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბეი ფენგი და USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ჯონათან ჰეილი.
შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობის თემებს, მათ შორის საერთო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებს; საქართველოსთვის „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" მე-2 კომპაქტის მინიჭების საკითხს; თანამშრომლობას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში; სავიზო დიალოგის თემებსა და ერთობლივ სამომავლო პროექტებს ჯანდაცვის სფეროში.