დღეიდან დედაქალაქს 111 საპატრულო ეკიპაჟი და 240 პატრულ-ინსპექტორი მოემსახურება. ახალი ეკიპაჟების პრეზენტაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დღეიდან სამართალდამცავები პატრულირებას მოახდენენ არა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალებზე, არამედ თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე.
"მე ვარ ამაყი, რადგან ვხვდები იმ ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც იცავენ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებებს. წინა და ახლანდელ პოლიციას შორის სხვაობა ისაა, რომ ამჟამინდელ სამართალდამცველებს აღარ მოუწევთ პოლიტიკური დავალებების შესრულება. დეპოლიტიზაცია სწორედ ამას ნიშნავს. დაიცავით ყველას ადამიანის უფლებები, უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, მათ შორის მინისტრებიც და თანამდებობის პირებიც, რომლებიც ჩაიდენენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ცვლილებები, რომელიც საპატრულო პოლიციაში განხორციელდა, სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოების მეტ გარანტიას იძლევა.
მინისტრი პირობას დებს, რომ საპატრულო ეკიპაჟების რიცხვი რეგიონებშიც გაიზრდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
აქამდე თბილისის საპატრულო პოლიციაში 76 მანქანა იყო.