NDI-ის პოლიტიკური პარტიების რეიტინგში კოალიცია "ქართული ოცნება" ლიდერობს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებასთან ყველაზე ახლოს, რესპოდენტთან 63 პროცენტმა კოალიცია "ქართულ ოცნება" დაასახელა.  10 % - ნაციონალურ მოძრაობა; ქდმ - 3%; არც ერეთი პარტია  - 5 %; არ ვიცი  - 8 %; გამოკითხვაში მონაწილეობაზე  უარი განაცხადა 10 პროცენტმა. 
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. 
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). კვლევაში ცდომილების ზღვარი +-3%-ია.