მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენებლი 61-დან 29 პროცენტამდე შემცირდა. როგორც კვლევის პრეზენტაციაზე NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლუის ნავარომ განაცხადა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ წინა კვლევასთან შედარებით ახლა მკვეთრად მომატებულია "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა რეიტინგი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების რეიტინგი კი მკვეთრად შემცირდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, 58-დან 29 პროცენტამდეა შემცირებული გიგი უგულავას, ხოლო 62-დან 28 პროცენტამდე ვანო მერაბიშვილის რეიტინგები.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). კვლევაში ცდომილების ზღვარი +-3%-ია.